გერმანიაში დასაქმების მიზნით საიტზე უკვე 53 274 ადამიანი დარეგისტრირდა

ჯანდაცვის სამინისტროს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, გერმანიაში დროებით დასაქმების მიზნით საიტზე უკვე (15:00 საათი) 53 274 ადამიანი დარეგისტრირდა.

რეგისტრაციის გავლა საქართველოს მოქალქეებს 15 თებერვლიდან შეუძლიათ. სააგენტოს ცნობით, „დროებითი დასაქმების მსურველი შრომითი მიგრანტის სარეგისტრაციო პორტალზე“ დარეგისტრირდა 53 274 პირი, მათგან სააპლიკაციო ფორმა „დროებითი დასაქმება გერმანიაში“ შეავსო 35 121-მა პირმა შეავსო.

გერმანიის შრომის ბაზარზე საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 1-დან 3 თვემდე ვადით შეეძლებათ. სეზონური სამუშაოები აპრილიდან დაიწყება. რეგისტრაცია შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში პორტალზე: https://workabroad.moh.gov.ge/ .

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, დროებითი სეზონური დასაქმება საქართველოსა და გერმანიას შორის დადებული შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება.

დასაქმება სოფლის მეურნეობის სექტორში სეზონურ სამუშაოებზეა შესაძლებელი.

სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ამავე თემაზე

პასუხები ლეგალური სამუშაოს სქემაზე გერმანიაში – ინტერვიუ