ახალი ამბები

ეროვნული ბანკი ფულადი გზავნილების იანვრის სტატისტიკას აქვეყნებს

15 თებერვალი, 2021 • 632
ეროვნული ბანკი ფულადი გზავნილების იანვრის სტატისტიკას აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი 2021 წლის იანვრის ფულადი გზავნილების სტატისტიკას აქვეყნებს.

სებ-ის ინფორმაციით, 2021 წლის იანვარში ქვეყანაში თითქმის 150 მლნ აშშ დოლარი გამოიგზავნა, რაც 24.1 აშშ მლნ დოლარით მეტია (19.2%) 2020 წლის იანვარზე. თუმცა გზავნილების მოცულობა შემცირებულია 2020 დეკემბერთან შედარებით, როცა ქვეყანაში თითქმის 200 მლნ აშშ დოლარი გამოიგზავნა.

იანვარის ფულად გზავნილებში ევროკავშირის ქვეყნების წილი 44.40%-ს შეადგენს, სულ ამ ქვეყნებიდან საქართველოში 66.49 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა.

იანვარში ყველაზე მეტი თანხა საქართველოში იტალიიდან გამოიგზავნა, 27.32 მლნ აშშ დოლარით იტალიას მთლიან გზავნილებში 18.24% უკავია. იანვარში რუსეთიდან საქართველოში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გზავნილები დაახლოებით 11%-ით შემცირდა და 23.18 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. რუსეთის შემდეგ საქართველოში ყველაზე დიდი თანხა საბერძნეთიდან 18.62 მლნ აშშ დოლარი და აშშ-დან 18.07 მლნ აშშ გადმოირცხა. დაახლოებით 57%-ით გაიზარდა გერმანიიდან ფულადი გზავნილების მოცულობა და იანვარში 6.06 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ევროკავშირის ქვეყნებიდან გერმანია ფულადი გზავნილებით მხოლოდ იტალიასა და საბერძნეთს ჩამორჩება.

2021 წლის იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ 17.2 მლნ აშშ დოლარი (56.8 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2020 წლის იანვრის (18.5 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 6.7%-ით ნაკლებია

მასალების გადაბეჭდვის წესი