“ქართული ოცნების” სათაო ოფისთან ადმინისტრაციული წესით დაკავებულ ორ პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯარიმა დააკისრა. როგორც ნეტგაზეთს სასამართლოს პრესსამსახურში უთხრეს კახაბერ კვეკვესკირს 1100 ლარიანი, ხოლო დავით დიღმელაშვილი 1000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრათ.
გუშინ, 13 თებერვალს, “ქართული ოცნების” ოფისთან პოლიციასა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა. პოლიციამ ორი პირი დააკავა, რომელთაგან ერთ-ერთს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან, მეორეს კი — პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას.
გუშინ, მმართველი პარტიის ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, შეთანხდნენ, რომ უმრავლესობა დააკმაყოფილებს პროკურატურის თხოვნას და მხარს დაუჭერს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას.