ახალი ამბები

13 თებერვალი კონდომის საერთაშორისო დღეა – როგორ აღნიშნავენ მას საქართველოში

13 თებერვალი, 2021 • 705
13 თებერვალი კონდომის საერთაშორისო დღეა – როგორ აღნიშნავენ მას საქართველოში

“შიდსის ჯანდაცვის ფონდის”(AHF) ინიციატივით, 13 თებერვალს, მსოფლიოს მასშტაბით, კონდომის საერთაშორისო დღე აღინიშება.

კამპანიას ორგანიზაციის საქართველოს ოფისიც უერთდება და აღნიშნავს, რომ მისი მიზანი უსაფრთხო სექსის და კონდომის, როგორც სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების თავიდან აცილების საუკეთესო საშუალების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

წელს ეს დღე აღნიშნება სლოგანით “ყოველთვის მოდაშია”.

“კამპანიის ფარგლებში, AHF საქართველო-ს ტესტირების ცენტრში მისულ მოქალაქეებს უფასო კონდომები გადაეცემათ. კოვიდ 19-ის პანდემიის გამო, კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების ძირითადი ნაწილი სოციალურ ქსელში გადაინაცვლებს”, – ვკითხულობთ ორგანიზაციის პრესრელიზში.

ორგანიზაციის განცხადებით, პანდემიის კრიზისმა კონდომებზე ხელმისაწვდომობისა და აივ ინფექცია/შიდსზე ტესტირების შეუფერხებლად განხორციელების კუთხით არაერთი დაბრკოლება შექმნა, რაც მსგავსი ინიციატივების მნიშვნელობას ზრდის.

“შიდსის ჯანდაცვის ფონდი”, რომელიც 45 ქვეყანაში ოპერირებს, კონდომის საერთაშორისო დღეს 2008 წლიდან აღნიშნავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი