თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ავტოავარიის შედეგად მანქანას ცეცხლი წაეკიდა.
როგორც “ნეტგაზეთს” სასწრაფო დახმარების სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მისულ ბრიგადას მძღოლი გარდაცვლილი დახვდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თქმით, ადგილზე იმყოფებოდნენ მეხანძრე-მაშველებიც და ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
მომხდარზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კდოექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს მის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.