12 თებერვალი: ჩატარდა 24 359 ტესტი, კორონავირუსის 507 შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათში ჩატარებული 24 359 ტესტის საფუძველზე ქვეყანაში კორონავირუსის 507 შემთხვევა გამოვლინდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა. StopCov-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჩატარებული კვლევებიდან 16 451 ანტიგენის სწრაფი ტესტი, ხოლო 7908 PCR ტესტი იყო. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.08%-ს, ხოლო ბოლო 14 დღის მაჩვენებელი 3,36%-ს შეადგენს.

დღეს, 12 თებერვალს, გამოვლენილი 507 შემთხვევის შემდეგ, Covid-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 264 665-მდე გაიზარდა, ხოლო გარდაცვლილების რიცხვი, ჯამში, 3336 შეადგენს.

ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: