ახალი ამბები

გარანტიას ვაძლევ, არავინ აპირებს მისი გირაოს გადახდას – მდინარაძე მელიაზე

11 თებერვალი, 2021 • 612
გარანტიას ვაძლევ, არავინ აპირებს მისი გირაოს გადახდას – მდინარაძე მელიაზე

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტარი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ენმ-ის ლიდერის, ნიკა მელიას გირაოს თანხის გადახდას „არავინ აპირებს“.

ცოტა ხნით ადრე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა, რომ თუ ვინმე მასზე დაკისრებულ გირაოს გადაიხდის, იქნება არა მისი კეთილმოსურნე, არამედ სახელმწიფო უსაფრფთხოების სამსახურთან მჭიდრო კავშირში მყოფი პირი.

მელიას თქმით, თუ „საქართვლოს ბანკის“ შესაბამის ანგარიშზე მის სასარგებლოდ გირაოს გადაიხდიან, ეს მისი უფლებების შელახვა და კანონდარღვევა იქნება.

მის ამ განცხადებას „ქართული ოცნებიდან“ მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ არავინ აპირებს მელიას გირაოს გადახდას;

მდინარაძის შეფასებითვე, მელიას განცხადება უჩვენებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებს, „გირაო გადაიხადოს ე.წ. გვერდითა გზებით“.

ნიკა მელიას სასამართლომ გირაო 2020 წლის 3 ნოემბერს შეუფარდა, — მას შემდეგ, რაც მან სასამართლოს მიერ დამონტაჟბული ელექტრონული სამაჯური დემონსტრაციულად მოიხსნა საპროტესტო აქციაზე. სასამართლომ მელიას 50 დღე მისცა გირაოს გადასახდელად.

ვინც გირაოს გადაიხდის, ჩემი არაკეთილმოსურნე და სუს-თან დაკავშირებული იქნება — მელია

მასალების გადაბეჭდვის წესი