9 თებერვალი: ჩატარდა 18331 ტესტი და კორონავირუსის 829 შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათში ჩატარებული 18 331 ტესტის შედეგად ქვეყანაში კორონავირუსის 829 შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 8 ადამიანი. 18 331 ტესტიდან 12 700 კვლევა ანტიგენის, ხოლო 5 631 PCR ტესტით ჩატარდა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 8 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.52%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.74%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.63%. ქვეყანაში Covid-19 ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 263 057-ს შეადგენს.  პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კი ვირუსს, ჯამში, 3 306 პაციენტი ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათში გამოვლენილი ინფიცირების 829 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: