ბაქოში კარანტინის დარღვევისთვის ქორწილის ორგანიზატორები და სტუმრები დააკავეს

ბაქოში პოლიციამ საკარანტინო წესების დარღვევისთვის 70-მდე ადამიანი დააკავა – ქორწილის ორგანიზატორები და სტუმრები. როგორც აზერბაიჯანული მედიაგამოცემები წერენ, პოლიცია ადასტურებს მოქალაქეების დაკავებას.

კორონავირუსის პანდემიის გამო, აზერბაიჯანში საკარანტინო ზომები პირველ აპრილამდე გადავადდა, თუმცა 25 იანვრიდან ამუშავდა სილამაზის სალონები, მუზეუმები და მაღაზიები. დღეიდან, 8 თებერვლიდან კი, საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესი აღდგა. მასობრივი ღონისძიებები ქვეყანაში ისევ შეზღუდულია.