გავიდეს „ენკა“ რიონის ხეობიდან, გაუქმდეს ნებართვა – აქციის მოთხოვნები
ნამოხვანში 7 თებერვლის აქციის დასრულების შემდეგ რიონის ხეობის მცველებმა ოთხი მოთხოვნა წაუყენეს საქართველოს მთავრობას:
გაუქმდეს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის N2405 განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს ენკა რინიუებლზისთვის აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების“ შესახებ;
მოგლეჯილი ჯვარი დაუბრუნდეს თავის ადგილს;
გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტები;
კომპანია „ენკა რინიუებლზმა“ დატოვოს რიონის ხეობა.
ადგილობრივ მოსახლეობას, რომელიც 100 დღეზე მეტია, ქუჩაშია გამოსული, დღეს აქტივისტები, გარემოსდამცველები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა მხარდამჭერები შეუერთდნენ.