ახალი ამბები

გავიდეს „ენკა“ რიონის ხეობიდან, გაუქმდეს ნებართვა – აქციის მოთხოვნები

7 თებერვალი, 2021 • 1623
გავიდეს „ენკა“ რიონის ხეობიდან, გაუქმდეს ნებართვა – აქციის მოთხოვნები

ნამოხვანში 7 თებერვლის აქციის დასრულების შემდეგ რიონის ხეობის მცველებმა ოთხი მოთხოვნა წაუყენეს საქართველოს მთავრობას:

  1. გაუქმდეს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის N2405 განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს ენკა რინიუებლზისთვის აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების“ შესახებ;
  2. მოგლეჯილი ჯვარი დაუბრუნდეს თავის ადგილს;
  3. გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტები;
  4. კომპანია „ენკა რინიუებლზმა“ დატოვოს რიონის ხეობა.

ადგილობრივ მოსახლეობას, რომელიც 100 დღეზე მეტია, ქუჩაშია გამოსული, დღეს აქტივისტები, გარემოსდამცველები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა მხარდამჭერები შეუერთდნენ.

ვრცლად:

NGO-ები ხელისუფლებას მოუწოდებენ, არ დაუშვას ნამახვანი ჰესის მშენებლობის განახლება

NGO-ები ხელისუფლებას მოუწოდებენ, არ დაუშვას ნამახვანი ჰესის მშენებლობის განახლება

მასალების გადაბეჭდვის წესი