ზეგანაკვეთური შრომა, კადრებისა და ტრანსპორტის ნაკლებობა – რა პრობლემები აქვთ სოცმუშაკებს

სახელმწიფოს მიერ დაქირავებულ სოციალურ მუშაკებს კვლავ აქვთ ტრანსპორტის პრობლემა, შესამჩნევია კადრების სიმცირე, მუშაობენ ზეგანაკვეთურად – ეს და სხვა პრობლემები ასახულია “სოციალურ მუშაკთა გაერთიანების ანგარიშში”.

გაერთიანებამ 2018 წელს შემუშავებული კანონის – “სოციალური მუშაობის შესახებ” – სამოქმედო გეგმის შესრულების ალტერნატიული ანგარიში წარმოადგინა, რომელიც მომზადდა “სოციალური მუშაობის შესახებ კანონის სამოქმედო გეგმის აღსრულების შეფასება და 2020 წლის ანგარიშის” ფარგლებში. მიზანი სოციალური მუშაობის შესახებ კანონის სამოქმედო გეგმის დროულად განხორციელების ხელშეწყობაა.

რაც შეეხება მეთოდოლოგიას, ანგარიში მონიტორინგის ფარგლებში განხორციელებულ სამაგიდე ანალიზს ეყრდნობა. ამასთან, მასში ასახულია პრაქტიკოსი სოცმუშაკების, მათი პროფესიული ზედამხედველების, სფეროს ექსპერტებისა და კანონის შემუშავების პროცესში მონაწილე პირების მოსაზრებები.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ სოციალური მუშაკის სტატუსი, საქმიანობის შინაარსი, უფლებამოსილებები და ფუნქციები ამ დრომდე დამქირავებლის, კერძოდ კი, სახელმწიფოს, არასამთავრობო და კერძო სექტორების მიერ განისაზღვრებოდა. თუმცა არ არსებობს სტანდარტი, რომლის მიხედვითაც დამქირავებელი დამოუკიდებლად განსაზღვრავდა სოციალური მუშაკის ფუნქციას და როლს.

“დღემდე სოციალური მუშაობის არსი სოციალურ მუშაკთა დამსაქმებელ ორგანიზაციაში ზოგჯერ აცდენილია პროფესიის ძირითად ნორმებსა და ეთიკურ პრინციპებს”, – წერია ანგარიშში.

ასევე, ავტორები აღნიშნავენ, რომ სოციალური მუშაკების პრობლემებზე ყველაზე ნათლად 2019 წლის კოლექტიური და მასშტაბური გაფიცვა მიუთითებს. არსებული პრობლემები კი ბენეფიციარებისთვის მომსახურების მიწოდების პროცესში ქმნის ბარიერებს. პრობლემებს შორის არის არასათანადო შრომითი პირობები, გაუმართავი ინსფრასტრუქტურა და დასაქმებულთა არასაკმარისი რაონეობა.

ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2018 წელს დამტკიცდა კანონი “სოციალური მუშაობის შესახებ”, რომლითაც განისაზღვრა პროფესიის ძირითადი პრინციპები და სოციალური მუშაკის სამართლებრივი სტატუსი. ასევე განისაზღვრა კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომლის ნაწილიც 2021 წლის პირველ იანვრამდე უნდა განხორციელებულიყო, ნაწილი კი კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში. თუმცა ანგარიშში წერია, რომ პასუხისმგებელმა სახელმწიფო უწყებებმა გეგმით განსაზღვრული უმეტესი ღონისძიებების შესრულება ვერ მოახერხეს “მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ამოცანა არ გულისხმობს ფინანსური რესურსების მობილიზაციას”.

“უკვე შესრულებული ამოცანების ხარისხისა და ეფექტურობის საკითხიც კვლავ აქტუალურ შესასრულებელ ამოცანად უნდა დარჩეს საქართველოს პარლამენტისთვის, რომელსაც მაკონტროლებლის ფუქნცია აკისრია კანონის აღსრულების პროცესში. ჩვენი შეფასებით, კანონის არსებობამ, ამ დრომდე, მხოლოდ პროფესიის მნიშვნელობასა და ინსტიტუციური თვალსაზრისით რეგულირების აუცილებლობას გაუსვა ხაზი, სხვა კუთხით კი ვერ უზრუნველყოფს სოციალურ მუშაკთა და ბენეფიციართა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას”, – წერია ანგარიშში.

ამასთან, ავტორები აღნიშნავენ, რომ საანგარიშო პერიოდში სამოქმედო გეგმით განსაზღვრული 16 ღონისძიებიდან 3 შესრულდა სრულად, 9 ნაწილობრივ, 1 ღონისძიება არ შესრულდა, 3-ს კი სტატუსი არ მიენიჭა, რაც ნიშნავს, რომ ღონისძიებებში ასახული აქტივობების ფორმულირება იყო ბუნდოვანი და უწყებამ მკაფიოდ და ცხადად არ გააკეთა განმარტება მის შესრულებასთან დაკავშირებით.

ანგარიშის ავტორებმა გამოყვეს ის ძირითადი საკითხები, რომლებიც ამჟამად საციცოცხლო მნიშვნელობის მატარებლად მიიჩნიეს. ესენია:

ანგარიშში აღნიშნულია, რომ სამქომედო გეგმის ერთ-ერთი ამოცანა კანონმქვემდებარე აქტების შემუშავება იყო, თუმცა 9 კანონქვემდებარე აქტიდან მხოლოდ 6-ის შემუშავება იყო განსაზღვრული 2020 წლის ბოლომდე და სწორედ ეს დოკუმენტები გამოითხოვეს ანგარიშის ავტორებმა.

“სამოქმედო გეგმის შესწავლისას გამოიკვეთა, რომ აღნიშნული ღონისძიების შესასრულებლად არ არის განსაზღვრული კონკრეტული პასუხისმგებელი უწყებები. მიუხედავად ამისა, ჩვენი მხრიდან მოხდა საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა აღნიშნულზე ყველა იმ უწყებიდან, რომლებიც სოციალური მუშაკების დამსაქმებელია და სოციალურ სამუშაოს ახორციელებენ”, – წერია ანგარიშში.

ასევე, ანგარიშში გამოყოფილია ტრანპოსრტის პრობელმები, კერძოდ, აღნიშნულია, რომ ტრანსპორტთან დაკავშირებულ პრობლემას არ აწყდებიან განათლებისა და იუსტიციის სამინისტროში დასაქმებული სოცმუშაკები, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროში მომუშავე სოცმუშაკები ტრანსპორტის მომსახურებით არ არიან უზრუნველყოფილნი “მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მასშტაბით ყველაზე ხშირად და ყველაზე რთულ გადაუდებელ შემთხვევებზე სწორედ მათ უწევთ გასვლა”. ასევე, მათ შემთხვევაში არ ხდება ფსიქოლოგის ჩართვა, ზეგანაკვეთური სამუშაოს აღრიცხვა და შემდეგ ანაზღაურება.

სამოქმედო გეგმის მიხედვით, აღნიშნული პრობლემების მოგვარება 2025 წლის ბოლომდე იყო განსაზღვრული. კვლევის ავტორები დაინტერესდნენ, იყო თუ არა შესაძლებელი დასაქმებულისთვის ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ პროპორციული დამატებითი დასვენების დროის მიცემა. როგორც ანგარიშში წერია, დასაქმებულების გამოკითხვიდან დადგინდა, რომ სხვადასხვა რეგიონში განსხვავებული ვითარებაა და ხშირად ეს დამოკიდებულია უფროსი სოცმუშაკის “კეთილ ნებაზე”.

„ზეგანაკვეთური სამუშაოს თანხით ანაზღაურება არასდროს არ მომხდარა, მაგრამ ჩვენი უშუალო ხელმძღვანელობიდან გამომდინარე ყოველთვის გვქონდა საშუალება დაგვესვენა ამ ზეგანაკვეთური დროის სანაცვლოდ“, – ეუბნება ერთ-ერთი სოცმუშაკი კვლევის ავტორებს.

ჯანდაცვის სამინსიტროში დასაქმებული მეორე სოცმუშაკი კი ამბობს, რომ მსგავსი პრაქტიკა არ ახსენდება:

“ალბათ, ამაზე არც იქნება პრობლემა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი საქმე გვაქვს და ვართ ძალიან ცოტანი, ჩემს თავს ვერ ვაძლევ იმის უფლებას, მეორე დღეს არ გამოვცხადდე სამსახურში. მიუხედავად იმისა, რომ წინა ღამეს 4 საათამდე ვიყავი გადაუდებელზე”.

ამასთან, ანგარიშში გამოყოფილია განათლების და სოცმუშაკების სერტიფიცირების საკითხიც. ერთ-ერთი ექსპერტის შეფასებით, “სერტიფიცირების დღევანდელი პროგრამა ვერანაირად ვერ პასუხობს იმ საჭიროებებს, რა საჭიროებაც დგას სოციალური მუშაკის წინაშე, რომ მან საბაზისო და ფუნდამენტური ცოდნა მიიღოს მუშაობის დასაწყებად“.

ასევე, გამოკვეთილია საპარლამენტო კონტროლის საკითხიც, რომლის შესახებაც ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2019 წლის 29 მარტის სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში, კომიტეტმა შექმნა სამუშაო ჯგუფი „სოციალური მუშაობის შესახებ“. თუმცა აღნიშნული ჯგუფის მიერ შესრულებული გეგმის შესახებ ანგარიშის ავტორებმა სრული პასუხი ვერ მიიღეს, “მოხდა თუ არა შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა გარკვეულ ღონისძიებების შესრულებასთან დაკავშირებით”.

ანგარიშში გამოყოფილია ადამიანური რესურსების ნაწილიც. მის შესახებ აღნიშნულია, რომ გეგმის მიხედვით 2025 წლამდე ეტაპობრივად უნდა დაემატოს სოცმუშაკების შტატები თითოეულ პასუხისმგებელ უწყებაში ისე, რომ მათი სამუშაო დატვირთვა არ აღემატებოდეს 50 შემთხვევას.

“დღეის მონაცემებით კი, ახალ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა სააგენტოში დასაქმებული სოციალური მუშაკების ფაქტობრივად დასაქმებულთა რაოდენობა 257-ს შეადგენს, რაც კვლავ საგრძნობლად ჩამორჩება სამოქმედო გეგმით განსაზღვრულ რაოდენობას. ასეთ მდგომარეობაში საერთოდ გამორიცხულია საქმეთა ზღვრულ რაოდენობაზე საუბარი. მათ სამუშაო პირობებს კიდევ უფრო ამძაფრებს ახალი კორონავირუსით გამოწვეული მდგომარეობა, ვინაიდან აღნიშნულის დროს კიდევ უფრო იზრდება მოწყვლადი ადამიანების რაოდენობა უმუშევრობის, უსახლკარობის, ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუარესების გამო”, – წერია ანგარიშში.

კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც ანგარიშში ვკითხულობთ, არის ხელფასების მატება. ამასთან დაკავშირებით ავტორები აღნიშნავენ, რომ სოციალურ მუშაკებს შრომასთან შეაბამისი ანაზღაურება არ ეძლევათ.

„სოციალურ მუშაკებს აქეთ გვიწევს ჩვენი ხელფასის დატოვება სამსახურში ტრანსპორტირების დროს, ტექნიკის შეკეთების დროს, სხვადასხვა საკანცელარიო საშუალებების შეძენის დროს”, – ამბობს მონიტორინგის ერთ-ერთი რესპონდენტი.

ანგარიშის ავტორები ხაზს უსვამენ სოციალური მუშაკის როლს და აღნიშნავენ, რომ მათი საქმიანობა და მათ მიერ ყოველდღიურად მიღებული გადაწყვეტილებები უდიდეს პასუხმგებლობასთანაა დაკავშირებული და “მათი სოციალური გარანტიებიც ამ პასუხისმგებლობისა და განხორციელებული საქმიანობის შესაბამისად უნდა იქნას უზრუნველყოფილი”.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2020 წელს ყველა უწყებაში დასაქმებული სოციალური მუშაკების საშუალო ანაზღაურება 1 200 ლარს შეადგენს, თუმცა ინტერვიუებისას გამოიკვეთა, რომ მიუხედავად ერთნაირი დატვირთვისა, გარკვეულ შემთხვევებში ხელშეკრულებით დასაქმებულებისა და შტატიან თანამშრომლების ანაზღაურებებს შორის განსხვავებებია. თუმცა ავტორები ამბობენ, რომ ამ საკითხზე ოფიციალური ინფორმაცია არ მიუღიათ.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელსაც კვლევის ავტორები გამოყეფენ, არის პროფესიის პოპულარიზაცია. კერძოდ, ანგარიშში აღნიშნულია, რომ “თუ არ იქნება საკმარისი რაოდენობის კადრი, შესაბამისად, ვერც საქმეთა თანაბარი გადანაწილება მოხდება. საკმარისი კვალიფიციური კადრების ყოლა კი პირდაპირ დაკავშირებულია პროფესიის პოპულარიზაციასთან”.

ამასთან, ანგარიშში წერია, რომ საქართველოში მომავალი თაობა სოციალური მუშაკის პროფესიით არ ინტერესდება და გარკვეულ შემთხვევებში აგრესიითაც კი არიან განწყობილი ამ პროფესიის მიმართ.

“ყოველივე ამას ხელს უწყობს ტრადიციულ თუ სოციალურ მედიაში გავრცელებული არასწორი და ზოგჯერ მავნებლური ინფორმაციებიც კი. ხშირად სოციალურ მუშაკს „ბავშვების გამტაცებლადაც“ მოიხსენიებენ ხოლმე, რაც ნეგატიურად აისახება პროფესიის იმიჯსა და განვითარებაზე ქვეყანაში”, – წერია ანგარიშში.

ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან პროფესიის პოპულარიზაციის რამდენიმე მცდელობისა, შედეგის მიღება  შეუძლებელია,  პოპულარიზაციას სჭირდება ხანგრძილივი პერიოდი.

„ნეგატიურ კონტექსტში გაშუქებული სიუჟეტების შემდეგ სოციალური მუშაკის უსაფრთხოება რისკის ქვეშ დგება. ასეთი სიუჟეტები უმყარებს ბენეფიციარებს იმ სტერეოტიპებს, რომ ვითომ მხოლოდ 1- ოთახიანი ბინის გამო ვანცალკევებთ ბავშვებს მშობლისგან, რაც აგრესიას, უნდობლობას და შიშს უჩენს მშობელს პირველივე დანახვისას. მოგეხსენებათ, ჩვენ არც ტრანსპორტი გვემსახურება, რომ შორ მანძილზე დასახლებული პუნქტიდან დროულად მოვახდინოთ თავის დახსნა. ეს ყველაფერი კი ჩვენს რეპუტაციასაც და საქმესაც ჩრდილს აყენებს“, – ამბობს ერთ-ერთი რესპონდენტი ანგარიშში.

ჩამოთვლილიდან გამომდინარე, ანგარიშს ავტორები მიიჩნევენ, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესრულების დროის გადავადება 2025 წლისთვის, მეტყველებს, რომ სახლემწიფოსთვის სოციალური კეთილდღეობის პოლიტიკა პრიორიტეტული არ არის.

“ჩვენი შეფასებით, კანონის სამოქმედო გეგმის მიხედვით, 2021 წლამდე მხოლოდ ისეთი ღონისძიებების განსაზღვრა მოხდა, რომელთა შესასრულებლად სახელმწიფოს მხრიდან რაიმე დამატებითი ფინანსური სახსრების გამოყოფა არ იქნებოდა საჭირო. მაგალითად, ასეთია კანონქვემდებარე აქტების შემუშავება და დამტკიცება, თუმცა, ჩვენი შესწავლის მიხედვით, ესეც კი არ არის სრულად შესრულებული პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან. შეუსრულებლობის საკითხს კიდევ უფრო ამწვავებს ახალი კორონავირუსის გავრცელება. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ხედავს სოციალური მუშაკის საჭიროებას პანდემიის გავრცელების პერიოდში, შესაბამისი თანხების გამოყოფა და გარკვეული საკითხების დაჩქარება არ ხდება, როგორიცაა – ადამიანური რესურსების დამატება და მომზადება, ტრანსპორტირების პრობლემის მოგვარება და სხვა”, – წერია ანგარიშში.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ანგარიშში მოცემულია ზოგადი რეკოემნდაციები. ასევე, რეკომენდაციები კონკრეტული უწყებების მიმართ. კერძოდ:

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ანგარიშში მოცემულია ზოგადი რეკოემნდაციები. ასევე, რეკომენდაციები კონკრეტული უწყებების მიმართ. კერძოდ:

საქართველოს პარლამენტს:

საქართველოს მთავრობას:

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს:

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს:

საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს:

რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს:

უნივერსიტეტები

“სოციალური მუშკაების გაერთიანების” წარმოამდგენელმა, ქეთი ხუციშვილმა “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ ანგარიშში არ მოხვდა “სოციალური მუშაობის შესახებ” კანონში 2020 წლის ბოლოს შესული ცვლილება, რომლის მიხედვითაც გარკვეული ცვლილებები, რაც 2021 წლის პირველ ინავრამდე უნდა შესრულებულიყო, გადაიწია 2021 წლის პირველ ივნისამდე.

“მაგალითად, 24- საათიანი მექანიზმი, რაც ითვალისწინებს ტრანსპორტირებას და ზეგანაკვეთურ შრომას ეხება, ასევე, სოციალური მუშაკების უსაფრთხოების წესების საკითხი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი, რაც ზოგიერთი ფუნქცია-მოავლეობის ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის გადაცემას ითვალისწინებდა, ერთი წლით გადასწიეს”, – განაცხადა ხუციშვილმა.

აღნიშნული ცვლილებების შესახებ ანგარიშში არ არის საუბარი, რადგან პარლამენტმა 2021 წლის 29 დეკემბერს ერთი მოსმენით დაამტკიცა, ანგარიში კი, ხუციშვილის თქმით, დეკემბერში შედგა. ამასთან დაკავშირებით, “სოციალური მუშაკების გაერთიანებამ” 2020 წლის 29 დეკემბერს განცხადებაც გაავრცელა.

განცხადებაში ორგანიზაციამ თხოვნით მიმართა ხელისუფლებას, რომ სოციალური მუშაობის კანონის სამოქმედო გეგმით 2021 წლის პირველ იანვრამდე განსაზღვრული ამოცანები დროულად აღესრულებინათ, “რათა თითოეული მოქალაქის უფლებრივი მდგომარეობა სათანადოდ იქნას დაცული, რაც ასეთი სასიცოცხლო მნიშვნელობის მატარებელია პანდემიის პერიოდში”.