გორში ავტოავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

გორში ავტომაგისტრალზე ავტოავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

პირველადი ინფორმაციით, ერთმანეთს დაეჯახა სატვირთო მანქანა და ე.წ. ევაკუატორი.

ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის 6-ე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.