ახალი ამბები

“ქაოსს და განუკითხაობას ვერ დავუშვებთ” – კალაძე მძღოლებს მიმართავს

3 თებერვალი, 2021 • 899
“ქაოსს და განუკითხაობას ვერ დავუშვებთ” – კალაძე მძღოლებს მიმართავს

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ავტომობილების მფლობელები ბოროტად სარგებლობენ საზოგადოებრივი ტრანპორტის გაჩერების გამო მათ მიმართ არსებული ლოიალური მიდგომით და კანონს არღვევენ.

კალაძემ დღეს, 3 თებერვალს, გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ აქვთ ფოტო და ვიდეომასალა, სადაც ჩანს ზებრა გადასასვლელზე გაჩერებული ავტომობილი, ავტობუსის ზოლში დაპარკინგებული მანქანა და სხვა დარღვევები. თბილისის მერი ამბობს, რომ “ქაოსს” არ დაუშვებენ, ამირტომ ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა, საპატრულო პოლიციასთან ერთად ამ საკითხს ყურადღება მიაქციოს.

“გვაქვს ძალიან ბევრი ფოტო და ვიდეომასალა, თუ რა ხდება ამ მიმართულებით ქალაქში. ტროტუარებზე, “ბას ლაინებზე” ავტომობილების გაჩერება და დაპარკინგება, ასევე ზებრა გადასასვლელებზე ავტომობილების გაჩერება, რაც ძალიან ცუდია. ვფიქრობ, არავის სიამოვნებს ეს მიდგომა და დამოკიდებულება. ის, რომ საავტობილო ზოლებით სარგებლობის შესაძლებლობას ვაძლევთ, მაშინ როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მუშაობს და მაქსიმალურად ვცდილობთ კომფორტი შევუქმნათ ადამიანებს და არ დავაჯარიმოთ, ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად უნდა დავარღვიოთ [კანონი] და განუკითხაობა იყოს დედაქალაქში. ეს მიდგომა სწორი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი თანამშრომლები გავაფრთხილეთ, ძალიან ლოიალურები ვიყოთ ამ რთულ ვითარებაში, მაგრამ ქაოსს და განუკითხაობას ვერ დავუშვებთ, რადგან ეს სერიოზულ დისკომფორტს და უკმაყოფილებას იწვევს ადამიანებში. შესაბამისად, მინდა დავავალო ირაკლი ხმალაძეს, ამ საკითხს ყურადღება დაეთმოს. ვინც დაარღვევს და ავტომობილები გაჩერებული იქნება ველობილიკებზე, საავტობუსე ზოლებში, მაქსიმალურად სწრაფი რეაგირება [მოახდინეთ]”,-აცხადებს კალაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი