ნავალნის პროცესის შემდეგ, რუსეთში მომიტინგეებს აკავებენ – მედია

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის სასამართლო პროცესის შემდეგ, მოქალაქეებმა საპროტესტო აქციები გამართეს. მედიაში არაერთი ვიდეო ვრცელდება, სადაც ჩანს, თუ როგორ აკავებენ საპროტესტო აქციების მონაწილე დემონსტრანტებს.

სასამართლომ ნავალნის 3.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, რომლის უდიდესი ნაწილი  ციხეში უნდა გაატაროს, ხოლო 10 თვე – შინაპატიმრობაში.

სასჯელის გამოცხადების შემდეგ მისმა მხარდამჭერებმა სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის, მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში, საპროტესტო აქცია/მსვლელობები დაიყწეს, შეძახილებით – „თავისუფლება ნავალნის“

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ დროისთვის [თბილისის დროით 01:17] დაკავებულია, სულ მცირე, 100 ადამიანი. როგორც მინიმუმ, ერთ ადამიანს სამედიცინო დახმარება დასჭრიდა.

Путина в отставку!#СвободуНавальному pic.twitter.com/m6sLC0n1Ax

— ФБК (@fbkinfo) February 2, 2021

ნავალნის სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა