ახალი ამბები

შაბათს რესტორანთა ნაწილი თვითნებურად გაიხსნება – გასტრონომიის ასოციაცია

2 თებერვალი, 2021 •
შაბათს რესტორანთა ნაწილი თვითნებურად გაიხსნება – გასტრონომიის ასოციაცია

საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის დირექტორის, ლევან ქოქიაშვილის თქმით, შაბათს რესტორანთა ნაწილი თვითნებურად გაიხსნება.

„სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის მოლოდინი, სამწუხაროდ, არ გამართლდა, გონივრული გამოსავლის პოვნის ნაცვლად ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაც გადაიდო და არ შედგა.

რადგან სხვა გამოსავალს, მიუხედავად დაჟინებული მცდელობისა, ვერ ვხედავთ, გადავწყვიტეთ, შაბათს, 6 თებერვალს, გავხსნათ რესტორნები. აქვე განვმარტავთ, სრულად ვიაზრებთ ჩვენი გადაწყვეტილების ყველა ასპექტს და არც ჩვენთვის გახლავთ ამგვარი გადაწყვეტილების მიღება იოლი “, – წერს ქოქიაშვილი ფეისბუკზე.

სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის მოლოდინი სამწუხაროდ არ გამართლდა, გონივრული გამოსავლის პოვნის ნაცვლად ხელისუფლების…

Posted by ლევან ქოქიაშვილი on Tuesday, 2 February 2021

ამ ინფორმაციას ასევე ადასტურებს რესტორანთა ასოციაციის დირექტორი, შოთა ბურჯანაძე, თუმცა დამატებით დეტალებზე ჯერ არ საუბრობს.

[მასალა განახლდება]


ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რესტორანთა და კაფეთა ნაწილი პროტესტის ფორმას მიმართავს. 30 იანვარს თბილისში ათობით რესტორანი და კაფე გაიფიცა და მუშაობა შეწყვიტა.

რა შეზღუდვები იხსნება და რჩება თებერვალ-მარტში

მასალების გადაბეჭდვის წესი