ჩატარდა 19 989 ტესტი, გამოვლინდა 676 ინფიცირების შემთხვევა – 30 იანვარი

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 676 ახალი შემთხვევა და გარდაიცვალა 11 პაციენტი.

მთავრობის ინფორმაციით, კორონავირუსზე ჩატარებული ტესტების საერთო რაოდენობა 19 989-ს შეადგენს. აღნიშნული მონაცემებით დადებითობის მაჩვენებელი 3.38%-ია.

Covid-19-ის ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

ამ ეტაპზე ინფიცირების აქტიური შემთხვევაა 5 910, საიდანაც 2 694 ადამიანი საავადმყოფოშია მოთავსებული, მათ შორის 589 მძიმე პაციენტი. კოვიდსასტუმროებში მოთავსებულია 311 ადამიანი, 2 905 კი მკურნალობას საცხოვრებელ სახლში განაგრძობს.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსი257 632-ს დაუდასტურდა, მათ შორის გამოჯანმრთელდა 248 537 და გარდაიცვალა 3 159 ადამიანი.