“ოცნების” და “მოქალაქეების” მემორანდუმი — სრულად

დღეს “ქართულმა ოცნებამ” და პარტია “მოქალაქეებმა” საბოლოო შეთანხმების შედეგად მემორანდუმი გააფორმეს. როგორც პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი ამბობს, შეთანხმების გაფორმების შემდეგ საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთვებიან.

მემორანდუმში ვკითხულობთ, რომ ხელმომწერი პოლიტიკური პარტიები მიზნად ისახავენ უზრუნველყონ საქართველოში დემოკრატიული პროცესების ჯეროვანი და სტაბილური განვითარება, თანხმდებიან ფუნდამენტური საარჩევნო რეფორმის განხორციელებაზე შემდეგი პუნქტების შესაბამისად:

ზემოაღნიშნული პუნქტების შესაბამისად, საარჩევნო რეფორმის განსახორციელებლად შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი საპარლამენტო პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით. ჯგუფის მუშაობას წარმართავს ორი თანათავმჯდომარე საპარლამენტო უმრავლესობიდან და ოპოზიციიდან. შესაბამისი კანონპროექტები პარლამენტს წარედგინება არაუგვიანეს 2021 წლის პირველი მარტისა, ხოლო კანონპროექტები პარლამენტის მიერ მიიღება 2021 წლის პირველ მაისამდე.

ხელმომწერი პოლიტიკური პარტიები საჯაროდ აცხადებენ, რომ აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ საპარლამენტო მუშაობაში, უზრუნველყოფენ და ხელს შეუწყობენ პარლამენტის მიერ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის შემუშავებასა და მიღებას”, — ნათქვამია მემორანდუმში.

აღსანიშნავია, რომ მემორანდუმში გაწერილი ზოგიერთი პუნტქის შესრულებას საკონსტიტუციო ცვლილება ესაჭიროება, რისთვისაც 113 დეპუტატის ხმაა საჭირო. ოპოზიციის ბოიკოტის პირობებში პარლამენტში ამ რაოდნეობის დეპუტატები თავმოყრილი არ არიან. პარლამენტის თავმჯდომარე სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც მოუწოდებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლისა და ცვლილებების პროცესში ჩართვისაკენ.