პროკურატურა მელაშვილისა და ილიჩოვასთვის 30-30 ათასლარიან გირაოს ითხოვს

პროკურატურა ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის ითხოვს აღკვეთის ღონისძიების  შეცვლას გირაოთი 30-30 000 ლარის ოდენობით.

ბრალდების მხარემ სასამართლო პროცესზე ასევე დააყენა შუამდგომლობა, მელაშვილსა და ილიჩოვას აეკრძალოთ ქვეყნის დატოვება საგამოძიებო უწყების ნებართვის გარეშე.

სასამართლოს წინაშე აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობას დააყენებს დაცვის მხარეც. ადვოკატები მოითხოვენ ბრალდებულების დატოვებას აღკვეთის ღონისძიების გარეშე.

მელაშვილისა და ილიჩოვასთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლას მოვითხოვთ — პროკურორი