კომიტეტმა ნათელაშვილისა და ხაბეიშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის წევრების, შალვა ნათელაშვილისა და ლევან ხაბეიშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილა.

კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, პარლამენტის აპარატის წარმომადგენლები დაუკავშირდნენ აღნიშნულ პირებს, რომელთაც დაადასტურეს წარმოდგენილი განცხადებების ნამდვილობა, შესაბამისად, კომიტეტი უფლებამოსილია იმსჯელოს მათთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე.

კომიტეტის წევრებმა ცალ-ცალკე უყარეს კენჭი და მხარი დაუჭირეს ორივე კანდიდატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს, რაც პარლამენტის ბიუროს გადაეცემა და მომავალი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შევა.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ხვალ, 28 იანვარს იმსჯელებს დანარჩენი, 49 ოპოზიციონერი წევრის განცხადებებზე.

ამ თემაზე:

უფრაქციო ოპოზიციონერებს პარლამენტში ვიცესპიკერის კანდიდატურის წარდგენა შეეძლებათ