კორონავირუსი: 12 გარდაცვლილი და 742 ახალი შემთხვევა – 27 იანვარი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 742 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაცვალა 12 ადამიანი. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყება ამბობს, რომ ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 1 081 ადამიანი, ხოლო ჩატარდა 18 007 ტესტი.

„ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 007 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 627 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 380 -PCR ტესტით“, – ვკითხულობთ ოფიციალურ განცხადებაში.

ახალი 742 შემტხვევა რეგიონების მიხედვით ასე გადანაწილდა:

დღესდღეობით ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6 903, საიდანაც:

2 842 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 395, აჭარაში – 214, იმერეთში – 564.

„ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 670 პირი, მათ შორის, თბილისში – 310, აჭარაში – 48, იმერეთში – 173. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 177 პირი, მათგან თბილისში – 134, აჭარაში- 1, იმერეთში – 20.

347 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 174 – თბილისში, 121 – აჭარაში, 15 – იმერეთში. 3 714 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“, –  ამბობს მთავრობა.

მათივე ინფორმაცით, საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 497 ადამიანი, ხოლო თვითიზოლაციაში იმყოფება 17 915.

საქართველოში სულ კორონავირუსის 255 564  შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 245 527  გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 108 გარდაიცვალა.