კორონავირუსი: 25 გარდაცვლილი და 1 006 ახალი შემთხვევა – 26 იანვარი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 006 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 25 ადამიანი. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყება ამბობს, რომ ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 1 050 ადამიანი, ჩატარდა 11 492 ტესტი.

„ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  17 349 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 857 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 492 -PCR ტესტით“, – ნათქვამია ოფიციალურ სტატისტიკაში.

ახალი 1 006 შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე გადანაწილდა:

„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 7 254, საიდანაც 3 069 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 545, აჭარაში – 219, იმერეთში – 605. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 689 პირი, მათ შორის, თბილისში – 306, აჭარაში – 51, იმერეთში – 177.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 193 პირი, მათგან თბილისში – 144, აჭარაში- 1, იმერეთში – 23. 353 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 178 – თბილისში, 118 – აჭარაში, 18 – იმერეთში. 3 832 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ამჟამად საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 490 ადამიანი, ხოლო თვითიზოლაციაში იმყოფება 17 801.

საქართველოში სულ კორონავირუსის 254 822 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 244 446 გამოჯანმრთელდა, ხოლო გარდაიცვალა 3 096.