ახალი ამბები

რუსთავში კორპუსში ხანძარი გაჩნდა, არავინ დაშავებულა

22 იანვარი, 2021 •
რუსთავში კორპუსში ხანძარი გაჩნდა, არავინ დაშავებულა

რუსთავში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც ადგილობრივი მედია Info Rustavi იუწყება, ხანძარი საცხოვრებელი სახლის აივანზე გაჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია

„შეტყობინებაზე რეაგირება მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. ადგილზე მისული სახანძრო-სამაშველო ჯგუფების გადმოცემით, იწვოდა საცხოვრებელი ნივთები დაახლოებით 10 კვ/მ ფართობზე.
მეხანძრე-მაშველებმა ძლიერი დაკვამლიანების გამო, უსაფრთხოების მიზნით, მეზობელი ბინიდან გამოიყვანეს ქალი და მისი მცირეწლოვანი შვილი.

მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა“, – ამბობს უწყება და ამატებს, რომ ადგილზე მუშაობდა 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

მასალების გადაბეჭდვის წესი