ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური 66 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია “ნეტგაზეთს” თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრესსამსახურში დაუდასტურეს.
გიორგი ოთხმეზური ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი და თბილისის სახელმწიფო უნვერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი იყო.
ის ძირითადად საქმიანობდა საქართველოს ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის, ასევე, ქართული ეპიგრაფიკისა და პალეოგრაფიის კვლევის მიმართულებით.