ახალი ამბები

ნინოწმინდაში მატარებელი მანქანას დაეჯახა, არიან დაშავებულები

19 იანვარი, 2021 • 863
ნინოწმინდაში მატარებელი მანქანას დაეჯახა, არიან დაშავებულები

ნინოწმინდაში, ნინოწმინდა-ოროჯალარის სარკინიგზო გზაზე, თოვლის გამწმენდი მატარებელი რელსებზე მყოფ მანქანას დაეჯახა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Nor ავრცელებს.

Nor-ის თანახმად, მანქანა რელსებზე თოვლის გაწმენდის დროს აღმოჩნდა. ავოტმობილში 2 ადამიანი იმყოფებოდა, ორივე მათანი მძიმე მდგომარეობაში ახალქალაქის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

ნეტგაზეთს შსს-ში უთხრეს, რომ საქმეზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც რკინიგზის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი