ნავალნის წინასწარი 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

რუს ოპოზიციონერსა და პოლიტიკოსს, ალექსეი ნავალნის, რომელიც რუსეთში ჩასვლისას, აეროპორტშივე დააკავეს, წინასწარი პატიმრობა მიესაჯა.

სასამართლო პროცესი პირდაპირ განყოფილებაში გაიმართა. როგორც Meduza წერს, პროცესის შესახებ არც ადვოკატი და არც თავად ნავალნი არ გააფრთხილეს. ადვოკატს მანამდე ნავალნისთან არ უშვებდნენ.

ალექსეი ნავალნის პრესმდივანი კირა იარმიში ნავალნის ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ის მოქალაქეებს პროტესტისკენ მოუწოდებს – „გამოდით, არაფრის შეგეშინდეთ. ჩემთვის კი არ გამოხვიდეთ, თქვენივე თავებისთვისა და მომავლისთვის გამოდით“.

«Не бойтесь, выходите на улицы»: обращение Навального

კირა იარმიში ტვიტერზე წერს, რომ მართალია, ნავალნის პატიმრობა 15 თებერვლამდე შეუფარდეს, ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გაატარებს აღვეკთის ღონისძიებას.

ალექსეი ნავალნის, რომელიც რუსეთში “ნოვიჩოკით” მოწამვლის შემდეგ, ბოლო რამდენიმე თვე გერმანიაში მკურნალობდა, რუსეთში პატიმრობა ემუქრება. რუსეთის ხელისუფლება მის მიერვე დაფუძნებული ორგანიზაციის, “ანტიკორუფციული ფონდის” კუთვნილი 356 მილიონი რუსული რუბლის (4.8 მილიონი აშშ დოლარი) თაღლითურად მისაკუთრებასა და დახარჯვაში ადანაშაულებს. ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულს მიიჩნევს პოლიტიკოსი.   ბოლო დღეებში რუსეთში მასზე ძებნაც გამოცხადდა.

ნავალნი „ეფესბემ“ ნოვიჩოკით მოწამლა | bellingcat-ის გამოძიება