კორონავირუსის 780 ახალი შემთხვევა და 17 გარდაცვლილი — 17 იანვარი

17 იანვრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ოფიციალურად აღრიცხული შემთხვეევბის რიცხვმა 247 805-ს მიაღწია.

გარდა ამისა, ბოლო 24 საათში ვირუსის გართულებებით გარდაიცვალა 17 ადამიანი, გარდაცვლილთა რიცხვი კი 2 933-მდე გაიზარდა. 1 608-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა. ამ დროისათვის, ვირუსისგან გამოჯანმრთელებულად 232 993 პირი მიიჩნევა.

მთავრობის იფნორმაციით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  9 083 კვლევა ტესტით, მათ შორის, 4 796 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 287 PCR ტესტით.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 780 ახალი შემთხვევიდან:

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 789 პირი, მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 231 პაციენტი. 7 545 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.