ახალი ამბები

კორონავირუსის 1236 შემთხვევა და 23 გარდაცვლილი – 16 იანვარი

16 იანვარი, 2021 •
კორონავირუსის 1236 შემთხვევა და 23 გარდაცვლილი – 16 იანვარი

16 იანვრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1236 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 23 ადამიანი.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 15 152 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 208 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 944 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 236 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 247 025-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 189 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 231 385-მდე.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 916 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 236 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 485 შემთხვევა
  • აჭარა – 84
  • იმერეთი – 219
  • ქვემო ქართლი – 55
  • შიდა ქართლი – 87
  • გურია – 28
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 122
  • კახეთი – 87
  • მცხეთა-მთიანეთი – 35
  • სამცხე-ჯავახეთი – 27
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7

 

მასალების გადაბეჭდვის წესი