ზურაბიშვილი 22 იანვარს NATO-ს გენერალურ მდივანს შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 22 იანვარს NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდება.

როგორც ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, შეხვედრა NATO-ს შტაბბინაში გაიმართება, რის შემდეგაც, ერთობლივი პრესკონფერენციაა დაგეგმილი.

ამავე განცხადების თანახმად, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, ჟურნალისტებს შტაბბინაში შესვლის და იქიდან შეხვედრის გაშუქების საშუალება არ ექნებათ. ამასთანავე, მედიის წარმომადგენლებმა კითხვების დასასმელად წინასწარი რეგისტრაცია უნდა გაიარონ.

გარეკანი ფოტო: NATO-ს პრესცენტრი