კორონავირუსის 1177 ახალი შემთხვევა და 26 გარდაცვლილი – 15 იანვარი

15 იანვრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 177 შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსს კი 26 ადამიანი ემსხვერპლა.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  15 205 კვლევა ტესტით, მათ შორის, 7 265 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 940- PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 177 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  245 789-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 837  პირი, ხოლო, ჯამში, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა  229 196-მდე.

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 2 893 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 177 ახალი შემთხვევიდან:

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 674, საიდანაც: 3 732 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, დანარჩენები კი- ბინაზე. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 238 პირი.

თვითიზოლაციაში იმყოფება 23 772 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 13 102 პირი, აჭარაში – 2 264, იმერეთში – 2 756.