აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია კორონავირუსისგან განიკურნა

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია კორონავირუსისგან განიკურნა. ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ვებ-გვერდი ავრცელებს.

გავრცელებულ ცნობაში ნათქვამია, რომ ბჟანიას ორი PCR ტესტი ჩაუტარდა, რომელთა პასუხიც ნეგატიური იყო.

“თუმცა, ექიმების რჩევის შესაბამისად, სრული განკურნებისათვის ასლან ბჟანია დარჩება საკუთარ რეზიდენციაში, საიდანაც გააგრძელებს მუშაობას”, – ნათქვამია დე ფაქტო პრეზიდენტის ვებ-გვერდით გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბჟანია კორონავირუსით 2020 წლის დეკემბრის მიწურულს დაინფიცირდა. დაინფიცირებულია დე ფაქტო აფხაზეთის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ანქვაბიც, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო გადაყვანილია რუსეთის სამკურნალო დაწესებულებაში. ასევე კორონავირუსი დაუდასტურდა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს, დაურ კოვესაც. იგი მკურნალობას თვითიზოლაციაში საკუთარ სახლში გადის.