კორონავირუსის 551 ახალი შემთხვევა და 23 გარდაცვლილი —11 იანვარი

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, 11 იანვრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 551 ახალი შემთხვევა, ხოლო გარდაიცვალა 23 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 880.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 7 898 კვლევა ტესტით, მათ შორის, 4 371 კვლევა ანტიგენის ტესტით,3 527 კი -PCR ტესტით. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  239 780-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 880  პირი, ხოლო, ჯამში, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა  226 215-მდე. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 2 796 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 551 ახალი შემთხვევიდან:

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 743, საიდანაც 3 929 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 506 ადამიანი.