იაპონიაში კორონავირუსის ახალი შტამი დაფიქსირდა

იაპონიის ჯანდაცავის სამინისტრო აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალი შტამი იაპონიაშიც აღმოაჩინეს.

Reuters სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ ვირუსის ახალი მუტაცია ბრაზილიიდან დაბრუნებულ 4 ადამიანს გამოუვლინდა.

მათივე ცნობით, ამჟამად იაპონიაში კორონავირუსის ახალი ვარიანტის მიმართ ვაცქინის ეფექტურობას იკვლევენ.

როგორც იაპონიის ჯანდაცვის მინისტრის წარმომადგენელი აცხადებს, იაპონიაში დაფიქსირებული ახალი შტამი განსხვავდება დიდ ბრიტანეთსა და სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი შტამებისაგან.

ამასთან, იაპონიის ჯანდაცვის წარმომადგენლების განცხადებით, არ არსებობს მტკიცებულება, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი უფრო ადვილად ვრცელდება.