კორონავირუსი: 23 გარდაცვლილი და 1 143 ახალი შემთხვევა – 10 იანვარი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 143 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 23 ადამიანი. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 617 ადამიანი და ჩატარდა 11 155 ტესტირება, მათ შორის 6 758 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 397 PCR ტესტით.

ახალი 1 143 შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე განაწილდა:

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 095, საიდანაც: 3 894 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –   1 864, აჭარაში – 371, იმერეთში – 730. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 837 პირი, მათ შორის, თბილისში – 376, აჭარაში – 72, იმერეთში – 198.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 261 პირი, მათგან თბილისში – 167, აჭარაში – 10, იმერეთში – 34. 746 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 220 – თბილისში, 459 – აჭარაში, 24 – იმერეთში.

6 455 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 452 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 197, აჭარაში – 44, ხოლო იმერეთში – 8.

 ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 239 229-ს შეადგენს, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 225 335-ს.  პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 773 პირი ემსხვერპლა.