ახალი ამბები

ჩხოროწყუში პირი მამის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

9 იანვარი, 2021 • 660
ჩხოროწყუში პირი მამის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

ჩხოროწყუში მამის მკვლელობის ბრალდებით პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყება ამბობს, რომ მიმდინარე წლის 8 იანვარს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეწურწუმეში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში მამა-შვილს შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა.

„ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შედეგად, მამას – 1958 წელს დაბადებულ ნ.წ.-ს ცივი იარაღით გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შემდეგაც იმავე დანით თვითდაზიანებები მიიყენა.

სამართალდამცველებმა კ.წ. ქუთაისში, ერთ-ერთ კლინიკაში ბრალდებულის სახით დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს,“ – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს,რაც სისხლის სამართლის კოდექსის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტია. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი