კორონავირუსი: 22 გარდაცვლილი და 2058 ახალი შემთხვევა – 9 იანვარი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 058 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 22 ადამიანი. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების თქმითვე, ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 529 ადამიანი და ჩატარდა 18 149 ტესტირება.

„ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 149 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 095 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 054 PCR ტესტით,“ – ვკითხულობთ განცხადებაში.

ახალი 2 058 შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე განაწილდა:

„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 592, საიდანაც: 3 867 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 874, აჭარაში – 352, იმერეთში – 725. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 847 პირი, მათ შორის, თბილისში – 382, აჭარაში – 75, იმერეთში – 198. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 265 პირი, მათგან თბილისში – 174, აჭარაში – 11, იმერეთში – 30.

754 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 213 – თბილისში, 466 – აჭარაში, 24 – იმერეთში. 5 971 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე,“ – იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.

მათივე ინფორმაციით, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 512 ადამიანი, ხოლო თვითიზოლაციაში იმყოფება 22 518.

26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 238 086 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 224 718 გამოჯანმრთელდა, ხოლო 2 750 გარდაიცვალა.