ახალი ამბები

ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ

7 იანვარი, 2021 •
ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ

დონალდ ტრამპის მხარდამჭერები, რომლებიც მანამდე კაპიტოლიუმთან საპროტესტო აქციას მართავდნენ, შენობაში შეიჭრნენ.

როგორც CNN წერს, შენობიდან მოქალაქეთა ევაკუაცია მიმდინარეობს და ისინი უსაფრთხო ადგილას გადაჰყავთ.

დაპირისპირების პარალელურად, ვაშინგტონში კომენდანტის საათი გამოცხადდა. ადგილობრივი დროით 18:00 საათის შემდეგ მოქალაქეებს გადაადგილება ეკრძალებათ.

კაპიტოლიუმში სხდომა უნდა გამართულიყო, რა დროსაც საარჩევნო კოლეგიის ხმები უნდა დამოწმდეს. სხდომა დაპირისპირების გამო ჩაიშალა.

მიმდინარე მოვლენებს აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ტვიტერზე გამოეხმაურა და მომხრეებს სიმშვიდისა და სამართალდამცველების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„გთხოვთ, მხარი დაუჭირეთ პოლიციასა და სამართალდამცველებს. ისინი ნამდვილად ჩვენი ქვეყნის მხარეს არიან. დარჩით მშვიდად!”, – წერს დონალდ ტრამპი

გარეკანი ფოტო: Getty Images

ვაშინგტონში ტრამპის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

მასალების გადაბეჭდვის წესი