ახალი ამბები

საჩხერეში 8 წლის ბავშვი, სავარაუდოდ, პნევმატური იარაღიდან გასროლით დაიღუპა

6 იანვარი, 2021 • 894
საჩხერეში 8 წლის ბავშვი, სავარაუდოდ, პნევმატური იარაღიდან გასროლით დაიღუპა

საჩხერეში 8 წლის ბავშვი, სავარაუდოდ, პნევმატური იარაღიდან გასროლით დაიღუპა.

როგორც ტელეკომაპნია „პირველთან“ საჩხერის საავადმყოფოს მედიკოსები ყვებიან, ბავშვს დაზიანება გულის არეში ჰქონდა.

„ამბობდნენ, რომ ბავშვი დაეცა და მეტი არაფერი. გვამი რომ დავათვარიელე, უკვე დავიწყეთ გახდა და დათვარიელება, ჰქონდა გულის არეში ნასროლი.. კანის მთლიანობა დარღვეული იყო, ვივარაუდეთ, რომ შესაძლებელია ყოფილიყო ე.წ. კისტის ტყვია“, – ამბობს ტელეკომპანიასთან ექიმი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი