ბათუმში კორონავირუსით 22 წლის გოგო, თამარ ჟღენტი გარდაიცვალა. პაციენტის გარდაცვალების შესახებ კლინიკა ბაუ-ში ადასტურებენ, სადაც გარდაცვლილი მკურნალობდა.
“პაციენტი კლინიკაში 12 დეკემბერს შემოვიდა უკვე გართულებულ მდგომარეობაში. ფილტვის დაზიანების ინდექსი ჰქონდა 24-დან 20. ორმხრივი გართულებული პნევმონია და სუნთქვის უკმარისობა ჰქონდა.
რამდენიმე დღეში გაურთულდა მდგომარეობა და მართვით სუნთქვაზე გადავიყვანეთ“, – აცხადებენ კლინიკა ბაუ-ში.
კლინიკის მიერ “ბათუმელებისთვის” მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ბაუ-ს ექიმები ყოველდღიურად გადიოდნენ კონსულტაციებს თავიანთ კოლეგებთან როგორც თბილისში, ისე უცხოეთში მომუშავე ქართველ მედიკოსებთან.
“სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა გოგონას გადარჩენა და დღეს, 12 საათზე გარდაიცვალა”, – აცხადებენ კლინიკაში.