ახალი ამბები

თბილისში ძმამ 19 წლის ძმა მოკლა – შსს

6 იანვარი, 2021 • 886
თბილისში ძმამ 19 წლის ძმა მოკლა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში ძმამ ურთიერთშელაპარაკების შემდეგ საკუთარი ძმა ცივი იარაღით მოკლა. ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

უწყება ამბობს, რომ 1999 წელს დაბადებულმა ბრალდებულმა ძმას – 2001 წელს დაბადებულ მ.ა-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით, სხეულზე ჭრილობა მიაყენა.

დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-108-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი