ახალი ამბები

სტაბილურადაა, სახლიდან აგრძელებს მუშაობას – NCDC გამყრელიძეზე

6 იანვარი, 2021 • 772
სტაბილურადაა, სახლიდან აგრძელებს მუშაობას – NCDC გამყრელიძეზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში [NCDC] ამბობენ, რომ ამირან გამყრელიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და თვითმონიტორინგს სახლიდან განაგრძობს.

გამყრელიძეს კორონავირუსი 29 დეკემბერს დაუდასტურდა.

„სტაბილურად არის, ისევ სახლშია, თვითიზოლაციაში. თვითმონიტორინგს ეწევა და სახლიდან მუშაობს“, – ამბობენ NCDC-ში და ამატებენ, რომ საავადმყოფოში მკურნალობის გაგრძელების აუიცილებლობა ჯერ არ დამდგარა.

ამირან გამყრელიძის ინფიცირების შესახებ ინფორმაცია ცენტრმა 29 დეკემბერს გაავრცელა. უწყებამ თქვა, რომ ცენტრის დირექტორს სიმპტომები არ ჰქონდა და კორონავირუსი რეგულარული PCR კვლევით დაუდასტურდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი