ზუგდიდში ავტომობილი ველოსიპედისტს დაეჯახა, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა

ქალაქ ზუგდიდში ავტომობილი ველოსიპედით მიმავალ პირს შეეჯახა, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა.

ნეტგაზეთს შსს-ში განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით არის დაწყებული, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავარია ე.წ. კომენდანტის საათის დაწყებამდე მოხდა.