ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, ხის საამქროს ცეცხლი უკიდია

ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, ხის საამქროს ცეცხლი უკიდია.

როგორც ნეტგზეთს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

მათივე ცნობით, ადგილზე მობილიზებულია 7 ეკიპაჟი და მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის სამუშაოები.