ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ერთამენთს ორი მანქანა დაეჯახა.

როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც  ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.