მსახიობ ოლეგ ბასილაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი

მსახიობ ოლეგ ბასილაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა, ის პეტერბურგის  საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია  მსახიობის შვილზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ბასალაშვილის შვილი ამბობს, მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. მისივე ინფორმაციით, ინფიცირებულია ბასილაშვილის ცოლიც.

პეტერბურგის დიდი დრამატული თეატრის ცნობით, იმის გამო, რომ კორონავირუსით არ დაინფიცირებულიყო, 87 წლის ოლეგ ბასილაშვილი სახლიდან რამდენიმე თვე არ გადიოდა.

ფოტო: ალექსანდრ ავილოვი