ერთი დოლარი 3.30 ლარი ღირს – ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარი 3.3028 ლარი ღირს.

დღეს მოქმედი კურსით 1 აშშ დოლარი 3.2766 ლარი ღირს, რაც იმას ნიშნავს, რომ ლარი 2.65 თეთრით გაუფასურდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ლარი ევროსთან მიმართებითაც გაუფასურდა. ხვალიდან ერთი ევროს ოფიციალური კურსი 4.0605 ლარი იქნება.