ახალი ამბები

ხანძარი სქურში: “რთული რელიეფისა და ხილვადობის გამო” ტექნიკა კერამდე ვერ მიჰყავთ

2 იანვარი, 2021 • 955
ხანძარი სქურში: “რთული რელიეფისა და ხილვადობის გამო” ტექნიკა კერამდე ვერ მიჰყავთ

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ სქურის ტყეში ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი ორ კერად იწვის. ინფორმაცია “ნეტგაზეთს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან მიაწოდეს.

ერთი კერა 100 მეტრი სიგრძისაა, მეორე – 200.

“ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებული პუნქტი. რთული რელიეფის და ხილვადობის გამო ხანძრის კერამდე სახანძრო ავტო ტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდება”, – ამბობს უწყება.

საგანგებოს ცნობით, მეხანძრე-მაშველებს გადაადგილებიან მოუწიათ ქვეითად.

“ღამის განმავლობაში გაგრძელდება მონიტორინგი, ხილვადობის აღდგენისთანავე განახლდება ქრობის სამუშაოები”, – ამბობენ უწყებაში.

ხანძარზე ინფორმაცია, თავდაპირველად, ჟურნალისტმა ცირა გვასალიამ გაავრცელა, რომელიც მეზობელ სოფელში იმყოფება.

მისი თქმით, ცეცხლი დღეს, 2 იანვარს, 18:00 საათის შემდეგ შენიშნა და 112-ში მალევე, 18:10 საათზე დარეკა.

“მითხრეს, რომ ჰყავთ 8-ტონიანი რეზერვუარიანი მანქანა. ვერტმფრენი – არა”, – აღნიშნავდა ის.

მასალების გადაბეჭდვის წესი