ახალი ამბები

“ერთი რულონი ნაჭერიც ვერ გადავარჩინეთ” – თბილისში ავეჯის საწარმო დაიწვა

1 იანვარი, 2021 • 1173
“ერთი რულონი ნაჭერიც ვერ გადავარჩინეთ” – თბილისში ავეჯის საწარმო დაიწვა

თბილისში, მექანიზაციის ქუჩაზე, ავეჯის საწარმო “პანცილიონი” დაიწვა. ხანძარი ადგილზე პირველ იანვარს, გამთენიისას გაჩნდა.

როგორც ავეჯის საწარმოს დამფუძნებელმა ხვიჩა ბანცურმა “ტვ პირველთან” საუბრისას აღნიშნა, საწარმო მთლიანად განადგურდა. ის ვარაუდობს, რომ ხანძარი პიროტექნიკას უკავშირდება.

“სრულად დაიწვა 1500 კვადრატი. მიზეზს ვერ გეტყვით. უფრო მიმაჩნია, რომ აქვე კორპუსი აშენდა და ალბათ მაშხალები ისროლეს. მე ასე ვფიქრობ, ყოველ შემთხვევაში, რადგან ძალიან ცუდად დაემთხვა ახალ წელს

საწყობი გვქონდა სრულად გადავსებული… ერთი რულონი ნაჭერიც ვერ გადავარჩინეთ. ვფიქრობ, 1.5 მილიონიდან 1.7 მილიონამდე წაიღო ცეცხლმა”, – აღნიშნავს ის.

შსს მომხდარს სსკ-ის 188-ე მუხლით იძიებს, რაც ნივთის გაუფრთხილებლობით დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი