კორონავირუსი: 23 გარდაცვლილი და 990 ახალი შემთხვევა – პირველი იანვარი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 990 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 23 ადამიანი. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყება ამბობს, რომ ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა კიდევ 3 265 პაციენტი.

“ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 8 016 კვლევა ტესტით, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 990 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 265 პირი”, – აცხადებენ მთავრობაში.

928 ახალი შემთხვევა, რეგიონების მიხედვით, ასე ნაწილდება:

საქართველოში 26 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსის 228 410 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 214 992 გამოჯანმრთელდა, ხოლო 2 528 გარდაიცვალა.