ამირან გამყრელიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში აცხადებენ, გამყრელიძეს კორონავირუსული ინფექცია დღეს შუადღეს, მორიგი რეგულარული PCR კვლევით დაუდასტურდა.

ცენტრის განცხადებით, ამირან გამყრელიძეს ამ ეტაპზე კორონავირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელი კლინიკური სიმპტომები არ აღენიშნება, ის გადავიდა თვითიზოლაციაში და სახლის პირობებში აგრძელებს თვითმონიტორინგსა და საჭიროების შემთხვევაში მკურნალობას.